მერსესაიდელთა დაცვაში სერიოზული კრიზისია | დეტალები » სპორტის ხაზი

მერსესაიდელთა დაცვაში სერიოზული კრიზისია | დეტალები

მერსესაიდელთა დაცვაში სერიოზული კრიზისია | დეტალები
16-10-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ინგლისის ჩემპიონატში იურგენ კლოპის "ლივერპული" პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს, შეხვედრა 19:30-ზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ქალაქელები ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას, თითქმის უდანაკარგოდ ხვდებიან, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მერსესაიდულ კლუბზე, სადაც ტრავმიანობა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რასთანაც ბრძოლა გერმანელ სპეციალისტს გამუდმებით უწევს.

როგორც იწერება, "ლივერპულის" დანაკლისი სერიოზულია, განსაკუთრებით კი დაცვაში, სადაც ვერც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს და ვერც ჟოელ მატიპს ვიხილავთ, რასაც თან ერთვის რეალური შანსი იმისა, რომ პარასკევს ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, კლოპის გუნდს იბრაჰიმა კონატეც გამოაკლდეს. საბოლოოდ, მივიღეთ ცენტრალური დაცვის ხაზი, რომელსაც ვირჯილ ვან დაიკი და ჯო გომეზი ავსებენ, ხოლო მარჯვენა მცველად, დიდი ალბათობით 36 წლის ჯეიმს მილნერს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ გარდა ჩამოთვლილი ფეხბურთელებისა, "ლივერპულს" არტურ მელო, ლუის დიაზი, ნაბი კეიტა და ოქსლეიდ ჩემბერლენიც დააკლდება. აგრეთვე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კურტის ჯონსის თამაშიც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი