ოდეგორი: "ხვიჩას ბათუმში მატჩის შემდეგ ვესაუბრე და მასზე ამის თქმა შემიძლია.." » სპორტის ხაზი

ოდეგორი: "ხვიჩას ბათუმში მატჩის შემდეგ ვესაუბრე და მასზე ამის თქმა შემიძლია.."

ოდეგორი: "ხვიჩას ბათუმში მატჩის შემდეგ ვესაუბრე და მასზე ამის თქმა შემიძლია.."
11-09-2023, 18:39
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოსლოში ჩავიდა, სადაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ხვიჩა კვარაცხელიაზე არსენალის და ნორვეგიის ნაკრების ლიდერმა მარტინ ოდეგორმა ისაუბრა:

"კვარაცხელია საოცარი მოტამაშეა, ის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეულია. მასთან საუბარი ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ მქონდა - უბრალოდ თამაშზე ვისაუბრეთ.

მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან ლაპარაკი სასიამოვნოა, ხვიჩა კი ბრწყინვალეა
", - განაცხადა ოდეგორმა.

ცნობისთვის, ნორვეგია - საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი