რიერსონი: "კვარაცხელიას მხოლოდ ასე თუ შევაჩერებთ" » სპორტის ხაზი

რიერსონი: "კვარაცხელიას მხოლოდ ასე თუ შევაჩერებთ"

რიერსონი: "კვარაცხელიას მხოლოდ ასე თუ შევაჩერებთ"
11-09-2023, 00:34
Aa Aa
გაზიარება:

12 სექტემბერს ოსლოში ნორვეგიის ეროვნული ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს. ესპანეთთან სამარცხვინო მატჩის შემდეგ, ქართველებს რეპუტაციის აღდგენის საშუალება ნორვეგიაში ექნებათ.

ნორვეგიელთა ერთ-ერთი ლიდერი, იულიან რიერსონმა საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო:

"ტრავმის მოშუშების პროცესი კარგად მიდის, თამაშამდე კიდევ 2 დღეა და იმედი მაქვს, 100%-ით ვიქნები მზად.

ესპანელებთან მარცხის მიუხედავად, საქართველო ძლიერ გუნდად რჩება. თუ ვითამაშებ, ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება მომიწევს, რომელიც ძლიერი ფეხბურთელია. მისი მეტსახელი კვარადონაც ამას მოწმობს - ტყუილად არ შეარქმევდნენ. მისი ინდივიდუალიზმის გასაჩერებლად გუნდურობაა საჭირო"
, - განაცხადა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა.

მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი