ვინ დაარტყამს პენალტს ესპანეთთან - სანიოლის პასუხი » სპორტის ხაზი

ვინ დაარტყამს პენალტს ესპანეთთან - სანიოლის პასუხი

ვინ დაარტყამს პენალტს ესპანეთთან - სანიოლის პასუხი
8-09-2023, 14:22
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს.

მატჩამდე პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლიმ ბევრ საინტერესო კითხვას უპასუხა, ერთ-ერთი კი პენალტის დამრტყმელსაც შეეხებოდა. კითხვაზე, თუ ვინ დაარტყამდა თერთმეტმეტრიანს საჭიროების შემთხვევაში, ფრანგი სპეციალისტის პასუხი შემდეგი იყო:

"ვინ დაარტყამს პენალტს? მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო პერიოდში ამ საკითხში რამდენიმე შეცდომა დაუგროვდა, მე მას მაინც სრულებით ვენდობი.

მის გარდა გუნდში რამდენიმე კარგი პენალტისტი გვყავს, როგორებიც გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კიტეიშვილი არიან, მათაც სრულებით ვენდობი",
- განაცხადა ვილიმ.

ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი