საქართველოს ნაკრების და ყაზანის რუბინის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლაშა სალუქვაძემ იტალიურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, ნაპოლის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"ხვიჩა უბრალოდ მაგარია! თავადაც ხედავთ თუ როგორ თამაშობს - თითქმის ყველა მატჩში გოლის გააქვს და საგოლე გადაცემას აკეთებს.
არაჩვეულებრივ ფორმაშია და შეუძლია ევროპის საუკეთესო ბომბარდირების, ერლინგ ჰოლანდის და რობერტ ლევანდოვსკის დონეზე ავიდეს. ცხადია დიდი კონკურენციაა, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
ის საბოლოოდ ნაპოლის მიეჩვია და თავისუფლად შეუძლია გუნდის ლიდერი და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს", - თქვა ლაშა სალუქვაძემ.