იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის გამორჩეული ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი იყვნენ, რომელთა ლიდერობითაც ნეაპოლელებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სერია ა იზეიმეს.
ლეგენდალურმა იტალიელმა, ფაბიო კანავარომ, ნეაპოლურ რადიო Radio Kiss Kiss Napoli-თან ქართველ და ნიგერიელ შემტევებზე ისაუბრა და მათ შორის უპირატესობა ამ უკანასკნელს მიანიჭა:
"ვის მივცემდი ოქროს ბურთს ამ ორ ფეხბურთელს შორის? უდავოდ ოსიმენს. ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ვიქტორი იყო - ის დომინირებდა საჯარიმოში და ამ საქმეში ფენომენალური იყო.
ოსიმენი როგორც გარსიასთვის, ასევე ლუჩიანო სპალეტისთვის, იდეალური ფეხბურთელი იყო და არის", - განაცხადა კანავარომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას.
ცნობისთვის, ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებს შორის ფრანს ფუტბოლმა ორივე მათგანი შეიყვანა.