ბუფონი ბრუნდება - სად მიდის გამოცდილი მეკარე » სპორტის ხაზი

ბუფონი ბრუნდება - სად მიდის გამოცდილი მეკარე

ბუფონი ბრუნდება - სად მიდის გამოცდილი მეკარე
5-09-2023, 16:26
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრებში ბრუნდება. იგი დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტზე იმუშავებს.

ბუფონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ახლა თავის გამოცდილებას ეროვნულ ნაკრებში გამოიყენებს.

“მიხარია, რომ აქ ვარ, რადგან სახლში ვბრუნდები. მანჩინის გუნდიდან წასვლა ნამდვილად მოულოდნელი იყო. ფეხბურთის ფედერაციამ სწორი და დროული რეაგირება მოახდინა” - თქვა  ბუფონმა.

იტალიელ მეკარეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 1997 წელს ჰქონდა, მას იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 176 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.