მიქაუტაძე: "ჩემთვის მისაბაძ მაგალითს ეს ფეხბურთელი წარმოადგენს" » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე: "ჩემთვის მისაბაძ მაგალითს ეს ფეხბურთელი წარმოადგენს"

მიქაუტაძე: "ჩემთვის მისაბაძ მაგალითს ეს ფეხბურთელი წარმოადგენს"
30-08-2023, 14:50
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას აიაქსში გააგრძელებს - ტრანსფერიდან მალევე, კლუბის პრესსამსახურთან მიცემულ ინტერვიუში გიორგიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საფეხბურთო კუმირზეც.

"კრიშტიანუ რონალდუ ჩემთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს, მხოლოდ ჩემთვის არა - ყველასთვის და არა მხოლოდ როგორც მოთამაშე, არამედ როგორც პიროვნება. ის თუ როგორ შრომობს სათამაშო დონის შენარჩუნებისთვის.

38 წლის ასაკშიც კი ძალიან ბევრს შრომობს. სათამაშო სტილით არა, მაგრამ მენტალური თვალსაზრისით ჩემს თავს კრიშტიანუს ვამსგავსებ
", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ აიაქსთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა - ტრანსფერი კი 16 მილიონი ევრო დაჯდა (+3მლნ ბონუსები).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.