"ნაპოლის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გამოაკლდა » სპორტის ხაზი

"ნაპოლის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გამოაკლდა

"ნაპოლის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გამოაკლდა
14-10-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, "ნაპოლიმ" "ჩემპიონთა ლიგაში" ამსტერდამის "აიაქსი" ხელმეორედაც დაამარცხა და დამაჯერებელი გუნდის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ლუჩანო სპალეტის გუნდში ცუდი ამბებიცაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" ახლო მომავალში ზამბო ანგისა ნიდერლანდურ გუნდთან მიღებული ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, რაც სპალეტისთვის, შესაძლოა, საგანგაშო აღმოჩნდეს, რადგან ლობოტკა/ანგისას დუეტი აქამდე წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებდა, ხოლო ამ დუეტის დაშლით, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ "ნაპოლის" სამომავლო წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

როგორც იტალიური მედია წერს, კამერუნელმა ნახევარმცველმა მარჯვენა ბარძაყი დაიზიანა და უახლოეს დღეებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. იწერება ისიც, რომ ზამბო ანგისას "რომასთან" თამაში, რომელიც 23 ოქტომბერს უნდა გაიმართოს საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" 99-ე ნომერს 13 თამაშში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი