ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა - საქართველო ჯგუფიდან გავიდა და მომდევნო ეტაპზეა » სპორტის ხაზი

ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა - საქართველო ჯგუფიდან გავიდა და მომდევნო ეტაპზეა

ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა - საქართველო ჯგუფიდან გავიდა და მომდევნო ეტაპზეა
30-08-2023, 13:47
Aa Aa
გაზიარება:

ისტორია დაიწერა - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ვენესუელას ანგარიშით 70:59 მოუგო და ფლეიოფის საგზური მოიპოვა.

გამორჩეული იყო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც 25 ქულას, 3 მოხსნას და 3 პასს მოუყარა თავი. მოწინააღმდეგის ბანაკიდან კი ყველაზე კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი კოლმენარესს ჰქონდა (16 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი).

F ჯგუფიდან პირველი ადგილით სლოვენია გავიდა, საქართველო კი მეორე ადგილს დასჯერდა. მომდევნო ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება და საქართველო მეოთხედფინალში გასასვლელად გერმანიასთან და ავსტრალიასთან იბრძოლებს, რომლებიც მომდევნო ეტაპზე E ჯგუფიდან გავიდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.