მორიგი წარმატება - შოთა ბაჩოშვილმა კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა » სპორტის ხაზი

მორიგი წარმატება - შოთა ბაჩოშვილმა კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მორიგი წარმატება - შოთა ბაჩოშვილმა კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
23-08-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს შოთა ბაჩოშვილმა (50 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლი ტუგულდურ ჩოიჯილჯავი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

ფინალურ ბლოკში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, მერაბ სამადაშვილი (55 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მირკჰალიგ ისკანდაროვი მტკივნეული ილეთით დაამარცხა და ფინალში ყაზახ ნურლან ისატაევს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი