" ხვიჩა კვარაცხელიას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ საუკეთესო გახდეს" - კახი კალაძე ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს » სპორტის ხაზი

" ხვიჩა კვარაცხელიას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ საუკეთესო გახდეს" - კახი კალაძე ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს

" ხვიჩა კვარაცხელიას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ საუკეთესო გახდეს" - კახი კალაძე ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს
13-10-2022, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ქალაქ თბილისის მერმა, კახი კალაძემ "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

"ხვიჩას დიდ წარმატებებს ვუსურვებ. მართლაც, ძალიან ძლიერად ატარებს აბსოლუტურად ყველა შეხვედრას ნაპოლის შემადგენლობაში და მისი გუნდი ძალიან წარმატებულია. შეიძლება, იტალიის გუნდებს შორის ერთ-ერთი წარმატებული და საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს.

ამ ყველაფერში ხვიჩას როლი ძალიან დიდია. მინდა, კიდევ მეტი წარმატება ვუსურვო მას. დარწმუნებული ვარ, ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.“ – განაცხადა კახა კალაძემ.


შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის შემტევმა გუშინ "აიაქსის" წინააღმდეგ, მეორე ჩემპიონთა ლიგური გოლის გატანა მოახერხა თავის საკლუბო კარიერაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი