ტრანსფერთან ძალიან ახლოს | ნაპოლი ერთ-ერთ შემტევს ემშვიდობება? » სპორტის ხაზი

ტრანსფერთან ძალიან ახლოს | ნაპოლი ერთ-ერთ შემტევს ემშვიდობება?

ტრანსფერთან ძალიან ახლოს | ნაპოლი ერთ-ერთ შემტევს ემშვიდობება?
31-07-2023, 13:19
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ჩანს, ნაპოლიში მექსიკელი ლეგიონერის, ირვინგ ლოსანოს დრო ამოწურულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩაკის" გეზი ამერიკის ჩემპიონატისკენ აქვს აღებული.

აღსანიშნავია, რომ MLS-დან ლოსანომ ყველაფერი ლოს ანჯელესთან შეათანხმა და ახალი სეზონიდან სწორედ ამ კლუბში ითამაშებს.

ლოსანომ ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად ისეთი კლუბების წინადადებები დაბლოკა, როგორებიც ევერტონი, ლიდსი, სტოკ სიტი და სხვები არიან.

ცნობისთვის, მექსიკელი ვინგერი პარტენოპეიში 4 წლის წინ, 2019 წელს მივიდა. მაშინ აურელიო დე ლაურენტისს ლოსანოს ტრანსფერი 40 მილიონი ევროს ფარგლებში დაუჯდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი