29 ივლისს ნაპოლიმ ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და თურქულ ჰატაისპორს 4:0 მოუგო.
რუდი გარსიას გუნდში თავის გამოჩენა ცენტრალურმა თავდამსხმელებმა, ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი სიმეონემ, იგივე ჩოლიტომ შეძლეს, რომლებმაც ჰატაისპორს 2-2 გოლი გაუტანეს.
რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიამ თურქულ კლუბთან თამაშისას თავი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა. სხვათაშორის, ეს ასისტი მისთვის ახალ სეზონში სადებიუტო იყო.
გარდა საგოლე გადაცემისა, კვარა ჰატაისპორთან ჩვეული სტილით თამაშობდა და მეტოქეების გაბითურებას სტანდარტულად ახერხებდა, რისი ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, - იხილეთ ვიდეო