"ყოველივე ეს მიზანმიმართული პერსონალიზაციის განცდას გვიჩენს" - ადმინისტრაციის პასუხი "პირატებს" » სპორტის ხაზი

"ყოველივე ეს მიზანმიმართული პერსონალიზაციის განცდას გვიჩენს" - ადმინისტრაციის პასუხი "პირატებს"

"ყოველივე ეს მიზანმიმართული პერსონალიზაციის განცდას გვიჩენს" - ადმინისტრაციის პასუხი "პირატებს"
27-07-2023, 14:51
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბათუმის დინამოს ფან-კლუბი "შავი ზღვის პირატები" აღარ აპირებენ სტადიონზე მისვლას მანამ, სანამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იქნება.

კლუბმა საპასუხო განცხადება სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თავს ვალდებულად მივიჩნევთ კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ჩვენი ფანკლუბის - შავი ზღვის პირატების მიერ გაკეთებულ განცხადებას დინამოს მატჩების ბოიკოტის შესახებ და საზოგადოებას განვუმარტოთ მოცემული ვითარება.

კლუბის მენეჯმენტის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მხოლოდ ვეტერან ფეხბურთელებთან შეხვედრის შეთავაზებას. ჩვენი შეთავაზება ითვალისწინებდა ცალკეულ ფორმატში კლუბის მენეჯმენტთან, ფეხბურთელებთან, სამწვრთნელო შტაბთან და პრეზიდენტთან შეხვედრას რაზეც ყველა ეტაპზე მივიღეთ უარი, რაც აღნიშნული პროცესის მიზანმიმართული პერსონალიზაციის განცდას გვიჩენს.

კლუბის მენეჯმენტის მხრიდან დიალოგის კონსტრუქციულ და სადისკუსიო რეჟიმში გადაყვანის არაერთი მცდელობის მიუხედავად მივიღეთ მხოლოდ ტენდენციური და ნეგატიური უკუკავშირი, რაც ჩვენი აზრით კლუბის ინტერესებს ვნებს და აზარალებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ფანკლუბის მხრიდან სხვა გულშემატკივრის მიმართ ისმის მატჩების ბოიკოტის და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის არ გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მოწოდებები.

კლუბის მენეჯმენტი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ხედავს იმედს ვიტოვებთ, რომ ფანკლუბის წევრები გაითავისებენ ზემოაღნიშნულ მოცემულობას და კლუბის ინტერესებს პირად შეხედულებებზე მაღლა დააყენებენ
", - წერია განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი