მბაპეს "პსჟ"- ს დატოვება სურს - რა ხდება ფრანგის გარშემო? » სპორტის ხაზი

მბაპეს "პსჟ"- ს დატოვება სურს - რა ხდება ფრანგის გარშემო?

მბაპეს "პსჟ"- ს დატოვება სურს - რა ხდება ფრანგის გარშემო?
11-10-2022, 22:49
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ ცნობილმა სპორტულმა ჟუნალისტმა, ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ "პსჟ" -ს ერთ-ერთ ლიდერს, კილიან მბაპეს ფრანგული კლუბის დატოვება სურს.

მთავარ მიზეზად კი კლუბთან სერიოზული კონფლიქტი და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელებული არასწორი სატრანსფერო პოლიტიკაა.

ამ ინფორმაციის შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ "რეალი" 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე გადაერთვებოდა, თუმცა ესპანურმა გრანდმა დაადასტურა, რომ კილიანის შეძენით აღარ ინტერესდებიან. მბაპეს უკვე ჰქონდა რეალის არჩევის შანსი და ის მან არ გამოიყენა.

ამ ეტაპზე მბაპეს დამატების ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო კლუბად "ლივერპული" სახელდება, რომლის მიმართაც კილიანს სიმპათიები აქვს. კლოპმაც ისაუბრა ადრე ამაზე და ასევე ცნობილია, რომ მბაპეს დედა "ლივერის" დიდი ქომაგია. ფეხბურთელმა ამის შესახებ წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი