კვარაცხელიას მოლოდინში - ნაპოლიმ ახალი სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას მოლოდინში - ნაპოლიმ ახალი სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო

კვარაცხელიას მოლოდინში - ნაპოლიმ ახალი სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო
14-07-2023, 15:28
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიმ 2023/2024 წლების სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო, რის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იტალიურ მედიაში ხდება და თანაც ნაპოლის ფეხბურთელთა ვარჯიშის ამსახველი ფოტოებიც ვრცელდება.

რუდი გარსიამ თავისი ფეხბურთელები მინდორზე დღეს პირველად ნახა, სამედიცინო შემოწმება გაატარა და მცირედით დატვირთა კიდეც. ამ ეტაპიდან კლუბი დიმაროში გადაინაცვლებს და 25 ივლისამდე მზადების პირველ ეტაპს გაივლის.

აღსანიშნავია, რომ შვებულებიდან ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, რომლებთანაც მუშაობის დაწყებას ფრანგი სპეციალისტი მოუთმენლად ელის:

"ნაპოლიმ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, თუმცა სავარჯიშო სესიაზე ჯერ არ გამოჩენილა წინა სეზონის მთავარი ფიგურა, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც შვებულებას დამსახურებულად იხანგრძლივებს."

"რუდი გარსიას ერთი სული აქვს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახლოს გაიცნოს და მასთან ერთად ახალი გეგმები დასახოს."
- წერენ იტალიაში

ცნობისთვის, ნეაპოლური გუნდი მომავალი სეზონის სერია A-ს ფროზინონესთან მატჩით გახსნის, რომელიც 19 აგვისტოს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი