"ყოველთვის ვცდილობდი, რომ მოედანზე ნოიერის მსგავსად მემოქმედა" - მამარდაშვილი ბაიერნის მეკარეზე » სპორტის ხაზი

"ყოველთვის ვცდილობდი, რომ მოედანზე ნოიერის მსგავსად მემოქმედა" - მამარდაშვილი ბაიერნის მეკარეზე

"ყოველთვის ვცდილობდი, რომ მოედანზე ნოიერის მსგავსად მემოქმედა" - მამარდაშვილი ბაიერნის მეკარეზე
4-07-2023, 22:05
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანურ გამოცემა Batzine-ს ესაუბრა, ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ აღნიშნულმა გამოცემა გიორგი ჯანლუიჯი დონარუმას შადარა:

"ცხადია მახარებს ის ფაქტი, რომ მას მადარებენ. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, დონარუმამ კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. მის თამაშს და პროგრესს ყოველთვის ვაკვირდებოდი, მაგალითს მისგან ვიღებდი, ჯანლუიჯი ჩემთვის სამაგალითო მეკარეა.

თუმცა, ბავშვობაში ჩემი კუმირი მანუელ ნოიერი იყო, მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი და ყოველთვის ვცდილობდი, მოედანზე მსგავსად მემოქმედა
", - განაცხადა მამარდაშვილმა.

ცნობისთვის, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით მიუნხენის ბაიერნია დაინტერესებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი