"გიორგი მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგის დონის მეკარეა" - სანტიაგო კანისარესი » სპორტის ხაზი

"გიორგი მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგის დონის მეკარეა" - სანტიაგო კანისარესი

"გიორგი მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგის დონის მეკარეა" - სანტიაგო კანისარესი
4-07-2023, 17:12
Aa Aa
გაზიარება:

Sportitalia-ს სტუმრობდა ვალენსიას ყოფილი მეკარე, სანტიაგო კანისარესი, რომელმაც იტალიურ გამოშვებასთან გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს მანჩესტერ იუნაიტედსა და მილანის ინტერს უკავშირებენ. სწორედ ამას შეეხებოდა სანტიაგოს მიმართ დასმული უმთავრესი შეკითხვა, კანისარესმა კი შემდეგი რამ თქვა:

"გიორგი მამარდაშვილი საკმაოდ მაღალი დონის მეკარეა. ის მუდმივ პროგრესს განიცდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი მომავლის წინასწარ ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. რთულია იმის თქმა თუ რა უნდა იყოს გიორგის მაქსიმუმი, თუმცა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ საფეხბურთო გრანდებისთვის საინტერესო არჩევანს უნდა წარმოადგენდეს."

"ბოლო ინფორმაციის მიხედვით, მამარდაშვილს ინტერს უკავშირებენ, რაც სავსებით ლოგიკურია. ჩემი აზრით, მას ანდრე ონანას ჩანაცვლება თავისუფლად შეუძლია. ზოგადად, გიორგი მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგის დონის მეკარეა და ამ ტურნირზე მთელი კარიერის განმავლობაში უწყვეტად უნდა თამაშობდეს."

"ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ვალენსიას შემადგენლობაში ყველაზე ღირებული მოთამაშე სწორედ ქართველი მეკარეა."
- თქვა სანტიაგო კანისარესმა

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ქართველმა მეკარემ ამ ზაფხულს კლუბი გამოიცვალოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი