შარშან 10-0 მოუგეს | ვისთან გამართავს პირველ ამხანაგურ შეხვედრას ნაპოლი? » სპორტის ხაზი

შარშან 10-0 მოუგეს | ვისთან გამართავს პირველ ამხანაგურ შეხვედრას ნაპოლი?

შარშან 10-0 მოუგეს | ვისთან გამართავს პირველ ამხანაგურ შეხვედრას ნაპოლი?
30-06-2023, 18:54
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იტალიურ მედიაში წერენ, სერია A-ს მოქმედი გამარჯვებული ახალი სეზონისთვის მზადებას 20 ივლისიდან დაიწყებს.

ნაპოლი მალე დიმაროში ჩავა და პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, მეტოქე კი ანაუნესი იქნება, რომელთანაც ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით პირველი მატჩი ითამაშა, მოწინააღმდეგეს 2 გოლი გაუტანა და საგოლე პასიც მიითვალა.

სხვათაშორის, გასული სეზონის დაწყებამდე გამართულ ამ შეხვედრაში ნაპოლიმ ანაუნესი გამანადგურებელი ანგარიშით, 10-0 დაამარცხა.

ცნობისთვის, ნაპოლი დიმაროში პირველ ამხანაგურ მატჩამდე 1 კვირით ადრე, 14 ივლისს ჩავა, 20 რიცხვში კი ზემოაღნიშნულ მეტოქეს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი