გოჩოლეიშვილი ნაპოლიში - შახტარის მწვრთნელი Radio Marte-სთან საუბრობს » სპორტის ხაზი

გოჩოლეიშვილი ნაპოლიში - შახტარის მწვრთნელი Radio Marte-სთან საუბრობს

გოჩოლეიშვილი ნაპოლიში - შახტარის მწვრთნელი Radio Marte-სთან საუბრობს
29-06-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად ირჯება. რამაზ სვანაძის გუნდმა ურთულესი ჯგუფური ეტაპი გადალახა და ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ჩვენი მეტოქე ისრაელის ნაკრები იქნება.

ცხადია, საქართველოს წარმატებაში ყველა მოთამაშეს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელიც დაცვასა და შეტევაში ჩვენი გუნდისთვის ნამდვილი ხერხემალია. სწორედ მის შესახებ ესაუბრა შახტარის ფიზმომზადების მწვრთნელი Radio Marte-ს, რომელმაც სტუმარს შეკითხვა გოჩოლეიშვილისა და ნაპოლის ურთიერთკავშირის შესახებ დაუსვა:

"დონეცკის შახტარში არაერთი მოთამაშეა, რომელიც ყურადღების მიქცევას იმსახურებს. მაგალითად, ასეთია გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც ბრწყინვალედ გამოუყურება როგორც კლუბში, ისე ასაკობრივ ნაკრებში. მათ სულ ცოტა ხნის წინ მოიპოვეს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალის საგზური, რაშიც გოჩოლეიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება ნაპოლისა და სხვა კლუბების შემოთავაზებებს, ჯერ სიახლე არცერთ მათგანზე არ არის, ჩვენი უახლესი მიზანი კი შაბათიდან შეკრების ხელახალი დაწყება და ახალი სეზონისთვის მზადებაა." - თქვა კარლო ნიკოლინიმ

შეგახსენებთ, რომ 22 წლის გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარში 2022 წელს გადაბარგდა. მან უკრაინული გუნდის მაისურით შიდა ჩემპიონატში 13-ჯერ ითამაშა და 1 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი