"ჩემსა და ამჟამინდელ საქართველოს ნაკრებს შორის დიდი განსხვავებაა", - ქეცბაიას კომენტარი მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ჩემსა და ამჟამინდელ საქართველოს ნაკრებს შორის დიდი განსხვავებაა", - ქეცბაიას კომენტარი მატჩამდე

"ჩემსა და ამჟამინდელ საქართველოს ნაკრებს შორის დიდი განსხვავებაა", - ქეცბაიას კომენტარი მატჩამდე
16-06-2023, 22:37
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, 17 ივნისს თემურ ქეცბაიას კვიპროსი ლარნაკაში ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ საქართველოსთან დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, გუნდში ბევრი ინდივიდუალურად მომზადებული მოთამაშეა, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.

ჩემსა და ამჟამინდელ საქართველოს ნაკრებს შორის დიდი განსხვავებაა. ახლა ახალგაზრდა ქართველები წარმატებულ გუნდებში თამაშობენ და ჩემპიონები არიან. ჩემს დროს კი ფეხბურთელების უმეტესობას არათუ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ, არამედ გუნდებშიც არ ირიცხებოდნენ.

ვფიქრობ, რომ ამ მატჩში დასამტკიცებელი არაფერი მაქვს - ეს არის თამაში, რომელიც მხოლოდ ამ ორ ნაკრებს ეხება
", - განაცხადა ქეცბაიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი