გუშინ, საფრანგეთის ჩემპიონატში "რეიმსი" "პსჟ-ს" დაუხვდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. ამიტომ, ლოგიკურია, რომ მატჩში, სადაც გოლები არ გადის, იქ სხვა დეტალები უნდა გამოვარჩიოთ, გამოსარჩევი დეტალი კი სერხიო რამოსმა წითელი ბარათის მიღებით მოგვცა, რაც მის კარიერაში ოცდამერვეჯერ მოხდა (იხილეთ ვიდეო).
შეგახსენებთ, რომ "ლიგა 1-ის" ლიდერი "პსჟ" 26 ქულითაა, ხოლო "რეიმსი" მე-14 პოზიციას 8 ქულით იკავებს.