მბაპე: "მესიმ ის პატივისცემა ვერ მიიღო საფრანგეთში როგორსაც იმსახურებდა და ეს სირცხვილია" » სპორტის ხაზი

მბაპე: "მესიმ ის პატივისცემა ვერ მიიღო საფრანგეთში როგორსაც იმსახურებდა და ეს სირცხვილია"

მბაპე: "მესიმ ის პატივისცემა ვერ მიიღო საფრანგეთში როგორსაც იმსახურებდა და ეს სირცხვილია"
14-06-2023, 15:55
Aa Aa
გაზიარება:

პსჟ-ს და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ყოფილ თანაგუნდელ ლიონელ მესიზე ისაუბრა - მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ მესიმ პარიზული გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დატოვა და კარიერას ამერიკულ კლუბ ინტერ მაიამიში გააგრძელებს.

"მესი? ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე. არასოდეს არ არის კარგი , როდესაც მესის მსგავსი ფეხბურთელი გუნდს ტოვებს.

არ მესმის მისი წასვლა ზოგს რატომ გაუხარდა. მან ის პატივისცემა ვერ მიიღო საფრანგეთში როგორსაც იმსახურებდა.. ეს სირცხვილია
", - აღნიშნა მბაპემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.