ჰოლანდი ოქროს ბუცის მოგების ერთპიროვნული ფავორიტი არ არის | ნორვეგიელს კონკურენტი გამოუჩნდა » სპორტის ხაზი

ჰოლანდი ოქროს ბუცის მოგების ერთპიროვნული ფავორიტი არ არის | ნორვეგიელს კონკურენტი გამოუჩნდა

ჰოლანდი ოქროს ბუცის მოგების ერთპიროვნული ფავორიტი არ არის | ნორვეგიელს კონკურენტი გამოუჩნდა
9-10-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ალბათ, არცერთი ჩვენგანის შაბათ-კვირა არ ჩაივლის ისე, რომ ერთხელ მაინც არ შეგვხვდეს სიახლე ჰოლანდის გატანილი გოლის შესახებ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ნორვეგიელს უამრავი რეკორდის დამხობა და დამყარება შეუძლია. მიუხედავად ამისა, როგორც Sportbible წერს, ერლინგი ოქროს ბუცის მოგების ერთპიროვნული ფავორიტი არ არის და მას კონკურენტი გამოუჩნდა, ის ამალ პელეგრინოა.

შესაძლოა, ჰოლანდს ოქროს ბუცზე ცალი ხელი უკვე უდევს, თუმცა ამავე ტიტულს მეორე ხელით კიდევ ერთი ნორვეგიელი, 32 წლის ამალ პელეგრინო ეხება, რომელიც "ბოდო გლიმტში" თამაშობს და ამ სეზონში 20 გოლი აქვს გატანილი. ალბათ, იკითხავთ სად "პრემიერ ლიგა" და სად ნორვეგიის ჩემპიონატიო, - ამ ყველაფრის მარტივი ახსნა არსებობს.

როგორც იცით, ოქროს ბუცი გადაეცემა ფეხბურთელს, რომელიც ევროპის უმაღლეს ჩემპიონატში ყველაზე მეტ გოლს გაიტანს, თუმცა, შესაძლოა, რომ გადამწყვეტი ფაქტორი არა გოლების რაოდენობა, არამედ საგოლე სისტემა გახდეს. საქმე ისაა, რომ ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) გატანილი გოლები 2-ზე მრავლდება, ხოლო რანგით 6-22 ადგილზე მყოფ ჩემპიონატში გატანილი გოლები 1.5-ზე. რაც შეეხება 22-დან დაბლა მყოფ ჩემპიონატებს, იქ გატანილი გოლები მხოლოდ 1-ზე მრავლდება.

ამდენად, პელეგრინოს 20 (20x1.5) და ჰოლანდის 15 (15x2) გოლი, საბოლოოდ ორივესთვის 30-30 ქულად ჯამდება, რაც მათ შორის სრულ თანაფარდობას გვაძლევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი