"არსენალის გიორგით დაინტერესება მოულოდნელი ამიტომ არაა" - HITC მიქაუტაძეზე » სპორტის ხაზი

"არსენალის გიორგით დაინტერესება მოულოდნელი ამიტომ არაა" - HITC მიქაუტაძეზე

"არსენალის გიორგით დაინტერესება მოულოდნელი ამიტომ არაა" - HITC მიქაუტაძეზე
10-06-2023, 13:01
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანული HITC-ის ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის არსენალი 2023/2024 წლების სეზონში შემადგენლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი სამიზნე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იქნება:

"თუ თვალს უცბად შევავლებთ, ვერ ვიტყვით, რომ არსენალის შემადგენლობა სუსტია, თუმცა მათი შეტევა გადატვირთვას მაინც საჭიროებს. პირველ რიგში, საუბარია ფლორიან ბალოგუნის გაყიდვაზე და თუ ეს მართლა მოხდება, მაშინ არსენალს 9-იანის პოზიციაზე მხოლოდ ჟესუსი და ნკეტია დარჩება."

"საგულისხმოა, რომ მიკელ არტეტასა და კლუბის ტექნიკურ დირექტორს, ედუ გასპარს ახალგაზრდა, გოლზე დაგეშილი ფორვარდის ხილვა სურთ, ამ კრიტერიუმებს კი მეცის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებს."

"ამდენად, ფაქტი, რომ ლონდონელები ქართველი შემტევით ინტერესდებიან, ეს გასაკვირი სულაც არაა."
- დაწერა ბრიტანულმა გამოცემამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი