"ახალ მწვრთნელს ამ კრიტერიუმებით შევარჩევ" - დე ლაურენტისი ფავორიტებს ასახელებს? » სპორტის ხაზი

"ახალ მწვრთნელს ამ კრიტერიუმებით შევარჩევ" - დე ლაურენტისი ფავორიტებს ასახელებს?

"ახალ მწვრთნელს ამ კრიტერიუმებით შევარჩევ" - დე ლაურენტისი ფავორიტებს ასახელებს?
8-06-2023, 16:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე ცნობილია, ნაპოლისთვის 2022/2023 წლების სეზონი დასრულდა და ლუჩანო სპალეტიც კლუბიდან ოფიციალურად წავიდა, რის შესახებაც ინფორმაცია ცნობილი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გახდა.

ცხადია, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 64 წლის სპეციალისტის შემცვლელის ძიებაშია და მის სიაში 20-მდე კანდიდატის გვარია შესული. შესაბამისად, მას კონკრეტულად ჯერ არაფერი აქვს გადაწყვეტილი.

მიუხედავად ამისა, აურელიომ მედიასთან საუბრისას მაინც დაასახელა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელთა მიხედვითაც ის ახალი დამრიგებლის შერჩევას აპირებს:

"რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? - უპირველეს ყოვლისა, ახალ მწვრთნელს ნეაპოლური კულტურა კარგად უნდა ესმოდეს, გრძნობდეს მას და ითავისებდეს. გარდა ამისა, აქაურ ცხოვრებას ალღო მალე უნდა აუღოს და ფეხბურთელებთან ადაპტაციაც რაც შეიძლება მალე გაიაროს." - თქვა ნაპოლის პრეზიდენტმა

ამდენად, თუ დე ლაურენტისის კომენტარს დავეყრდნობით, წესით მან უპირატესობა იტალიელ სპეციალისტებს უნდა მიანიჭოს, რომლებსაც ადგილობრივი კულტურის გათავისება ნამდვილად არ გაუჭირდებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი