ვინ არის ფეხბურთელი, რომელსაც კიმის მანჩესტერში ტრანსფერის ჩაშლა შეუძლია? » სპორტის ხაზი

ვინ არის ფეხბურთელი, რომელსაც კიმის მანჩესტერში ტრანსფერის ჩაშლა შეუძლია?

ვინ არის ფეხბურთელი, რომელსაც კიმის მანჩესტერში ტრანსფერის ჩაშლა შეუძლია?
8-06-2023, 16:01
Aa Aa
გაზიარება:

გარკვეული ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარი მილიარდის დახარჯვას გეგმავს, მათი ერთ-ერთი გამორჩეული სამიზნე კი ნაპოლის სამხრეთკორეელი მცველი კიმ მინ-ჯეა.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, ინგლისურმა კლუბმა კიმთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ამავე შეთანხმების დეტალებიც კი გაასაჯაროვა, რისი მიხედვითაც აზიელი ფეხბურთელი მანჩესტერში 2028 წლამდე უნდა დარჩეს, ხელფასის სახით კი წლიურად 6 მილიონი მიიღოს, რასაც თან ერთვის შესაბამისი ბონუსებიც.

მიუხედავად სკირას ასეთი ინფორმაციისა, L'equipe-მა დაწერა, რომ მანჩესტერს შეთანხმება თითქმის მიღწეული არა ნაპოლის ფეხბურთელთან, არამედ მონაკოს აქსელ დისასისთან აქვს, რომელიც პოზიციით ცენტრალური მცველია და მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

ამდენად, არის შანსი, რომ "წითელმა ეშმაკებმა" კიმზე უარი დისასის შეძენის გამო თქვან და პარტენოპეიმაც ერთ-ერთი ლიდერი უპრობლემოდ შეინარჩუნოს, რომელმაც სკუდეტოს მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი