დიდი დაბრუნება არ შედგება | ლეო მესი MLS-ში სათამაშოდ უკვე ემზადება » სპორტის ხაზი

დიდი დაბრუნება არ შედგება | ლეო მესი MLS-ში სათამაშოდ უკვე ემზადება

დიდი დაბრუნება არ შედგება | ლეო მესი MLS-ში სათამაშოდ უკვე ემზადება
7-06-2023, 20:02
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო თვეების განმავლობაში ბარსელონას გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ლიონელ მესის თავიანთ საყვარელ კლუბში დაიბრუნებდნენ, თუმცა ყველაფერი ოფიციალურად ჩაიშალა, რის შესახებაც ფაბრიციო რომანომ Facebook-ზე პოსტი სულ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა:

"ლიონელ მესი MLS-ში, კერძოდ ინტერ მაიამის შემადგენლობაში ითამაშებს, რის შესახებაც არგენტინელი ყველაფერს სულ მალე იტყვის."

"რაც შეეხება ბარსელონას, ისინი ლიონელის დაბრუნებას ნამდვილად ცდილობდნენ, თუმცა ყველაფერი ინტერ მაიამის სასარგებლოდ დასრულდა."
- დაწერა ჟურნალისტმა

ცნობისთვის, აქამდე საუბარი იმის შესახებაც იყო, რომ ინტერ მაიამი და ბარსელონა ლეოს ყიდვას შეთანხმებულად აპირებდნენ. როგორც აღმოჩნდა, გარიგება მხოლოდ მესისა და ამერიკული გუნდის წარმომადგენლებს შორის შედგა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი