"ვიცი, რომ მომდევნო სეზონი უკეთესი ექნება, რადგან..." - ჯუღელმა ხვიჩას პირველი ნეაპოლური სეზონი შეაფასა » სპორტის ხაზი

"ვიცი, რომ მომდევნო სეზონი უკეთესი ექნება, რადგან..." - ჯუღელმა ხვიჩას პირველი ნეაპოლური სეზონი შეაფასა

"ვიცი, რომ მომდევნო სეზონი უკეთესი ექნება, რადგან..." - ჯუღელმა ხვიჩას პირველი ნეაპოლური სეზონი შეაფასა
18-06-2023, 18:39
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ნაპოლის ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი Geo Team-ის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მათ შორის, ჯუღელმა 22 წლის შემტევის პირველი ნეაპოლური სეზონი შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სეზონი უკეთესი იქნება.

"ხვიჩას პირველ სეზონს ნეაპოლში დადებითად შევაფასებდი, ძალიან ძლიერი სეზონი ჩაატარა და უკვე ქალაქშიც დიდი სახელი დატოვა.

იმედი მაქვს, რომ მეორე სეზონი უფრო ძლიერი ექნება, რადგან ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია როგორც მინდორზე, ისე მის გარეთაც.

ხალხი იტყვის, მეტი უკეთესი სეზონი რაღა უნდა ჩაატაროსო? მაგრამ მხოლოდ მე და მამამისმა ვიცით თუ რა ნიჭის პატრონია ხვიჩა, ამიტომ მჯერა, რომ მეორე სეზონი უფრო წარმატებული იქნება და უფრო და უფრო ძლიერ ხვიჩას ვიხილავთ
", - განაცხადა ჯუღელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი