"ფინალის შედეგს შენგელიასა და მელის დაპირისპირება განაპირობებს" - ჯანლუკა ბაზილე » სპორტის ხაზი

"ფინალის შედეგს შენგელიასა და მელის დაპირისპირება განაპირობებს" - ჯანლუკა ბაზილე

"ფინალის შედეგს შენგელიასა და მელის დაპირისპირება განაპირობებს" - ჯანლუკა ბაზილე
8-06-2023, 16:43
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში თორნიკე შენგელიას ბოლონია მილანს 9 ივნისს შეხვდება და დუელი 4 მოგებამდე გაგრძელდება.

აღნიშნული ფინალის პირველი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა ევრობასკეტის ჩემპიონმა, კერძოდ ჯანლუკა ბაზილემ, რომელმაც თქვა, რომ მილანსა და ბოლონიას შორის გამარჯვებულს თორნიკე შენგელიასა და ნიკოლო მელის დაპირისპირება გამოავლენს:

"მილანს ნიკოლო მელი ჰყავს, ბოლონიას კი თორნიკე შენგელია, ამ კალათბურთელებს შეუძლიათ, რომ თავიანთი გუნდების თამაშის ბედი განსაზღვრონ და ფინალში სასურველ შედეგს მიაღწიონ. ერთიც და მეორეც დიდი ქარიზმით სარგებლობს და კარიერაში უამრავი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვებიათ."

"თორნიკესაც და ნიკოლოსაც ბურთი საკმაოდ ხშირად აქვთ და თავიანთ გუნდებში უდიდეს სამუშაოს ასრულებენ. ჩემი აზრით, თუ შენგელია მელის დაჯაბნის, მაშინ ფინალს ბოლონია მოიგებს, ხოლო თუ უპირატესობას მელი მოიპოვებს, მაშინ ტრიუმფატორი მილანი გახდება."
- თქვა ჯანლუკა ბაზილემ

ცნობისთვის, შარშანდელ ფინალში ერთმანეთს სწორედ ბოლონია და მილანი შეხვდნენ, სადაც გამარჯვება მილანელებს დარჩათ, - 4:2.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი