ბრიტანული HITC ჟურნალისტ მიგელ დელეინს ეხმაურება, რომელმაც თავის სტატიაში დაწერა, რომ "ტოტენჰემი" კვარაცხელიას გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყო და მისი საკუთარ გუნდში გადაყვანა ზაფხულშივე შეეძლოთ.
"ევროპულ ფეხბურთში, ჰოლანდის გარდა, კიდევ არსებობს მოთამაშე, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ. ის იდეალურად მოთამაშე ნაპოლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. ამ სეზონში ნაპოლი ბრწყინვალედ გამოიყურება, რისი წინასწარ განსაზღვრა ურთულესი საქმე იყო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნეაპოლელებმა უამრავი ლიდერი დაკარგეს. მიუხედავად მკვეთრი დანაკარგისა, ლუჩანო სპალეტის ფილოსოფიას კვარაცხელია მშვენივრად მოერგო და არის შანსი, რომ 30 წლიანი პაუზის შემდეგ, ნაპოლიმ სკუდეტო კვლავ მოიგოს. რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვიტყვით იქნება თუ არა განგრძობითად კარგი ნაპოლი, თუმცა ამის რეალური შანსი არსებობს. ნაპოლი ის გუნდია, რომლის თამაშებსაც უნდა უყუროთ და არ იფიქროთ, რომ კვარაცხელია ყურადღების მიღმა რჩება", - მიგელ დელეინი.
აღნიშნული ჟურნალისტის სტატიას გამოეხმაურა ბრიტანული HITC: "რთულად სავარაუდოა, რომ კვარაცხელიამ მთელი კარიერა ნაპოლიში გაატაროს. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ დეზები ქართველისადმი ინტერესს შეინარჩუნებენ. ვფიქრობთ, თუ კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი ბოლომდე პროგრესული იქნება, მაშინ, შესაძლოა, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა მკვეთრი ნაბიჯი ზაფხულში ან 2 წლის შემდეგ გადადგას".