"თორნიკე კვარაცხელია ხვიჩაზე კიდევ უფრო ნიჭიერია" - კვარას პირველი აგენტი » სპორტის ხაზი

"თორნიკე კვარაცხელია ხვიჩაზე კიდევ უფრო ნიჭიერია" - კვარას პირველი აგენტი

"თორნიკე კვარაცხელია ხვიჩაზე კიდევ უფრო ნიჭიერია" - კვარას პირველი აგენტი
4-06-2023, 13:16
Aa Aa
გაზიარება:

სოციალურ ქსელში ვრცელდება თემურ უგრეხელიძის, ხვიჩა კვარაცხელიას პირველი საფეხბურთო აგენტის კომენტარი, რომელიც მან კვარასა და მისი ძმის, თორნიკეს შესახებ გააკეთა:

"ხვიჩას ძმა, თორნიკე კვარაცხელია კვარაზე კიდევ უფრო ნიჭიერია. ის ჯერ პატარაა და პოზიციით ძმისგან განსხვავდება, რადგან დაცვაში თამაშობს, თუმცა მერწმუნეთ, ძალიან ნიჭიერია."

"ასეთი ტალანტი 50 წელში ერთხელ იბადება. ჩემი აზრით, ნაპოლიმ ინვესტიცია თორნიკეშიც ანალოგიურად უნდა ჩადოს."
- მოჰყავს უგრეხელიძის სიტყვები La Repubblica-ს

ცნობისთვის, თორნიკე კვარაცხელია საფეხბურთო კლუბ ვიკინგებში თამაშობს. სხვათაშორის, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც კვარას ოჯახი აეროპორტში დახვდა, თორნიკეს კი ვარჯიში ჰქონდა და ხვიჩასთან მისვლას ვარჯიშზე წასვლა არჩია, რაც მის პროფესიონალიზმზე აქედანვე მეტყველებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი