"ქართველებო, მე პირდაპირ თქვენ მოგმართავთ" - სპალეტის ბოლო პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"ქართველებო, მე პირდაპირ თქვენ მოგმართავთ" - სპალეტის ბოლო პრესკონფერენცია

"ქართველებო, მე პირდაპირ თქვენ მოგმართავთ" - სპალეტის ბოლო პრესკონფერენცია
4-06-2023, 16:20
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკანასკნელ შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 20:30-ზე გამართავს, მეტოქე კი სამპდორია იქნება.

აღნიშნულ მატჩამდე ნაპოლის მწვრთნელის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა ლუჩანო სპალეტიმ, რომელიც გუნდს დღევანდელი თამაშის შემდეგ დატოვებს. საგულისხმოა, რომ ლუჩანომ ყურადღება თავის ტალანტზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა და ის დიეგო მარადონასაც კი შეადარა:

"კვარაცხელიას თავისი მოულოდნელი დრიბლინგები, აფეთქებები და აჩქარებები მარადონასთან აახლოებს. ის ნამდვილი ჩემპიონია. მახსოვს, რომ ჩვენთან მოსვლამდეც კი ყველა მასზე საუბრობდა, ხვიჩა წარმოუდგენლად ნიჭიერია."

"ნაპოლიმ ამ ბიჭში დიდი ინვესტიცია ჩადო და დიდი იმედებიც დაამყარა, კვარაცხელიამ კი აბსოლუტურად ყველაფერში გაამართლა. ის არის ადამიანი, რომელიც განვითარებას არ წყვეტს, მოსმენა და ათვისება კარგად შეუძლია."

"სეზონის განმავლობაში ხვიჩა იმაზე ძლიერი და ეფექტური გახდა, ვიდრე ის აქამდე იყო. მან მოუმატა როგორც ორივე ფეხით, ისე თავით დარტყმაში."

"ქართველებო, პირდაპირ თქვენ მოგმართავთ, საქართველოში ნამდვილი ტალანტი გყავთ, ის დიეგოს გზას მიჰყვება."
- თქვა სპალეტიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი