"ეს ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ასე გავიზარდე" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ მედიასთან » სპორტის ხაზი

"ეს ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ასე გავიზარდე" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ მედიასთან

"ეს ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ასე გავიზარდე" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ მედიასთან
8-10-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ცნობილ იტალიურ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც პარტენოპეიზე და მის კარიერაზე ისაუბრა.

"რამდენი ქულით შეაფასებდით ნაპოლის? - "ეს მარტივია, რა თქმა უნდა - 10 ქულა. ეს არის ძალიან ძლიერი მოთამაშეებით სავსე გუნდი. თუ ასე გავაგრძელებთ, შეგვიძლია იმაზე მაღალ მიზნებს მივაღწიოთ, ვიდრე ყველა ფიქრობს. ჩვენთვის ყოველი გამარჯვება წინ გადადგმული ნაბიჯია. კარგად მივდვიართ თუმცა, ყოველთვის მეტზე უნდა ვიფიქროთ.

რას იტყვი ლუჩანო სპაელიტის შესახებ? - "მან ბევრი რამ მითხრა. მას პირველად მილანში, თავის სახლში შევხვდი. ის მართლაც დიდებული მწვრთნელია, ძალიან კარგი. მეუბნება, რას ვაკეთებ სწორად და რას - არასწორად. მეხმარება გაუმჯობესებაში, ნამდვილი მაესტროა. კვარამანია? სასიამოვნოა, რომ ყველა ასე ფიქრობს, მაგრამ სწორედ ამ მოტივით როცა ვთამაშობ, მაქსიმალურად ვიხარჯები, მაქსიმუმზე მეტის გაკეთებასაც ვცდილობ.

შენი ფავორიტი რომელია (კვარადონა თუ კვარავაჯო)? - არ ვიცი, მართლა არ ვფიქრობ ამაზე და არც მინდა ვიფიქრო. მარადონა ძალიან დიდია, ყველაფერზე დიდი. მე ჩემი "კვარაც" მომწონს და ამით კმაყოფილი ვარ.

შენს თავდამბლობაზე ბევრი საუბრობს - "ეს ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ასე გავიზარდე. არ მიყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც აზვიადებენ და ბევრს ლაპარაკობენ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, მერე ხალხი შეაფასებს, კარგი იყო თუ არა." - განაცხადა 21 წლის შემტევმა.


"ეს ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ასე გავიზარდე" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ მედიასთან


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი