"ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ...", - რა მდგომარეობაშია ამჟამად ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი? » სპორტის ხაზი

"ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ...", - რა მდგომარეობაშია ამჟამად ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი?

"ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ...", - რა მდგომარეობაშია ამჟამად ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი?
8-10-2022, 13:26
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ლევან თედიაშვილი მარტო ცხოვრობს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამრიკო მოლაშვილი ავრცელებს.

"მართლა ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ!
ლოგინზე მწოლეარე ადამიანი იცანით ვინ არის?!
სახელმწიფოსგან მიგდებული, ყველასგან მიტოვებული ლევან თედიაშვილი...
დიახ!
ლევან თედიაშვილია...
დაუცველი,
უსუსური,
გაუბედურებული,
ადამიანი-ლეგენდა.
მასთან ნაცნობობით, თუ მეგობრობით ყველა ვამაყობდით.
სხვათაშორის ძლიერი დარტყმა მან მიიღო ნაცების დროს.
ამ დევნის შემდეგ სერიოზულად შეერყა ჯანმრთელობა.
დღეს აი, სადამდე დაგვიყვანეს!
არა!
ეს უკვე არავითარ ჩარჩოში ჯდება!
"ალიონში" მუშაობისას ლევანზე სიუჟეტი გავაკეთე.
იცით რა მითხრა თავის შვილზე, რომელიც აფხაზეთში დაიღუპა?
-უფალმა მომცა,
უფალმა წაიყვანა,
მადლობა უფალს!
ამ სიტყვების შეგრძნება და თქმა მხოლოდ ლევან თედიაშვილს შეუძლია.
ნოდარ კირკიტაძემ მოინახულს.
კახა, Kakha Kakhishvili დარწმუნებული ვარ, ამ პოსტს უყურადღებოდ არ დატოვებ.
მე მჯერა შენი!
Kakha Kaladze კახა კალაძე , ლევან თედიაშვილი, სხვათაშორის, თბილისის საპატიო მოქალაქეა...
გამოფხიზლდით!
საით მიგყავთ ქვეყანა?
P S
არ მინდოდაა ლევანის პირადს შევხებოდი. კომენტარები მაიძულებს დავწერო, რომ ლევანი ცოლთან უკვე დიდი ხანია არ ცხოვრობს.
კომენტარებიდან გამომდინარე-
ლევანი, თავისი ღვაწლით სახელმწიფოს და საზოგადოების კუთვნილებაა. ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა მათ მოეთხოვებათ
", - წერს თამრიკო მოლაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი