რამდენად აღემატება ერლინგ ჰოლანდის ანაზღაურება სხვა ვარსკვლავების შემოსავალს? » სპორტის ხაზი

რამდენად აღემატება ერლინგ ჰოლანდის ანაზღაურება სხვა ვარსკვლავების შემოსავალს?

რამდენად აღემატება ერლინგ ჰოლანდის ანაზღაურება სხვა ვარსკვლავების შემოსავალს?
8-10-2022, 17:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ირკვევა, ერლინგ ჰოლანდი "მანჩესტერ სიტიში" კვირის განმავლობაში 900.000 ფუნტ სტერლინგს იღებს, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელად აქცევს.

მიუხედავად ინგლისში მაღალი ანაზღაურებისა, ერლინგ ჰოლანდის შემოსავალი ჯერ კიდევ მაშინ იყო შთაბმეჭდავი, როდესაც ნორვეგიელი "დორტმუნდში" თამაშობდა. რაც შეეხება იმ დაჯამებულ თანხას, რომელიც ჰოლანდმა გერმანიასა და ინგლისში თამაშის დროს ჯამურად მიიღო, მისი საერთო რაოდენობის ფონზე Forbes-მა ნორვეგიელი იმ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა, რომლებიც ყველაზე მეტს იღებენ ფეხბურთიდან.

10. კევინ დე ბრუინი - ბელგიელი 25 მილიონ დოლარს მოედანზე, ხოლო 4-ს მის მიღმა სარეკლამო ხელშეკრულებებით იღებს (Nike, Therabody).
9. ანდრეს ინიესტა - ყოფილი ბარსელონელი 25 მილიონს მოედანზე, ხოლო 5-ს მის მიღმა იღებს.
8. ედენ აზარი - მიუხედავად აზარის ცუდი სათამაშო ფორმისა, ამას მის შემოსავალზე ნამდვილად არ უმოქმედია. ბელგიელი 27 მილიონს მოედანზე, ხოლო 4-ს მის მიღმა იღებს.
7. რობერტ ლევანდოვსკი - პოლონელმა 2022 წელს ჯამურად 35 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
6. ერლინგ ჰოლანდი - ნორვეგიელი მოედანზე 35 მილიონს, მის მიღმა კი 4 მილიონ დოლარს იღებს. შეგახსენებთ, რომ ერლინგი ამ სიის დებიუტანტია.
5. მოჰამედ სალაჰი - მეხუთე პოზიციაზე ეგვიპტელი ფარაონია, რომელმაც ამ წელს 53 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
4. ნეიმარი - ბრაზილიელი კლუბისგან 55 მილიონს, ხოლო მის მიღმა 32 მილიონ დოლარს იღებს, ჯამურად 87 მილიონი დოლარი.
3. კრიშტიანუ რონალდუ - 2022 წელს, პორტუგალიელმა ჯამურად 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
2. ლიონელ მესი - არგენტინელის ანაზღაურება კრიშტიანუსას 20 მილიონით უსწრებს, შესაბამისად, ლეოს შემოსავალი 120 მილიონ ევროს უდრის.
1. კილიან მბაპე - ფრანგი შემტევი მინდორზე 110 მილიონ დოლარს იღებს, რასაც თან ერთვის 18 მილიონი დოლარი მოედანს მიღმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი