"შეთავაზება ნიუკასლიდან და გაზრდილი ხელფასი მამარდაშვილს" - El Gol Digital » სპორტის ხაზი

"შეთავაზება ნიუკასლიდან და გაზრდილი ხელფასი მამარდაშვილს" - El Gol Digital

"შეთავაზება ნიუკასლიდან და გაზრდილი ხელფასი მამარდაშვილს" - El Gol Digital
29-05-2023, 16:09
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ვალენსია ფინანსურად არც ისე კარგ მდგომარეობაში იმყოფება, რისთვისაც კლუბს რამდენიმე მნიშვნელოვანი და ღირებული მოთამაშის გაყიდვა მოუწევს, ასეთი ერთ-ერთი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, რომელიც 25 მილიონ ევროდ ფასობს.

აღსანიშნავია, რომ პორტოს, ატლეტიკო მადრიდის, ვილიარეალისა და სხვა გუნდების პარალელურად, გიორგი მამარდაშვილს უმეტესად ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებს უკავშირებენ, სადაც ქართველის ყიდვის ფავორიტები ტოტენჰემი და ასტონ ვილა იყვნენ, თუმცა El Gol Digital-მა ნიუკასლ იუნაიტედის ინტერესის შესახებ დაწერა.

ესპანური გამოცემის ინფორმაციის მიხედვით, "კაჭკაჭები" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების გამო აპირებენ, რომ მომდევნო სეზონისთვის კიდევ უფრო გაძლიერდნენ, რისთვისაც მათ ხელმძღვანელობას შესაბამისი სახსრები ნამდვილად გააჩნია.

El Gol Digital-მა ისიც დაწერა, რომ მამარდაშვილს ნიუკასლში ბევრად დიდი ხელფასი დაენიშნება, ვიდრე მას ვალენსიაში აქვს.

ცნობისთვის, ნიუკასლის ამჟამინდელი ძირითადის მეკარე 31 წლის ნიკ პოუპი გახლავთ, რომელიც "კაჭკაჭებმა" ბარნლიდან გასული სეზონის დასრულებისას შეიძინეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი