"შეიძლება, რომ საამისოდ დრო უკვე დადგა" - გასპერინი ნაპოლიში მუშაობაზე » სპორტის ხაზი

"შეიძლება, რომ საამისოდ დრო უკვე დადგა" - გასპერინი ნაპოლიში მუშაობაზე

"შეიძლება, რომ საამისოდ დრო უკვე დადგა" - გასპერინი ნაპოლიში მუშაობაზე
28-05-2023, 13:05
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატში ჯან პიერო გასპერინის ატალანტამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ინტერის წინააღმდეგ გუშინ გამართა და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში გასვლაზე 3:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბერგამოული გუნდის დამრიგებელს მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა შეკითხვა ნაპოლიში გადასვლასთან დაკავშირებით დაუსვეს, რაზეც გასპერინიმ შემდეგი რამ უპასუხა:

"დავიწყოთ იმით, რომ მე სასწაულებს ვერასდროს გავაკეთებ, თუმცა ჩემი და ატალანტას მესვეურების ურთიერთობა საკმაოდ კარგ დონეზეა აყვანილი, რაც არამარტო შედეგებში, არამედ ჩვენს ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულში გამოიხატება. სწორედ ამიტომ, ჩემსა და მათ შორის კონფლიქტს ვერასდროს ნახავთ."

"მიუხედავად ასეთი შესავლისა, მაინც არსებობს ერთი ფრაზა, - ეს ფეხბურთია და წინასწარ ვერაფერს იტყვი. აქ მუდმივად არსებობს განსხვავებული ხედვები, რომელთაც ყოველთვის პატივს ვცემდი."

"არსებობს სიტუაციები, როდესაც თავს უადგილოდ გრძნობ და შენს თავს კითხვას უსვამ, - იქნებ უკვე დრო დადგა?"

"ნაპოლიში გადასვლის საკითხი ისაა, რასაც ატალანტას ხელმძღვანელობასთან ღრმად განვიხილავ და გადაწყვეტილება შემდეგ გახდება ცნობილი."
- თქვა გასპერინიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი