არსად წავა - ნახეთ რომელ მცველთან გაახანგრძლივა კონტრაქტი ნაპოლიმ » სპორტის ხაზი

არსად წავა - ნახეთ რომელ მცველთან გაახანგრძლივა კონტრაქტი ნაპოლიმ

არსად წავა - ნახეთ რომელ მცველთან გაახანგრძლივა კონტრაქტი ნაპოლიმ
28-05-2023, 12:26
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ნაპოლის ერთ-ერთმა ცენტრალურმა მცველმა, კერძოდ ამირ რაჰმანიმ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე განაახლა.

როგორც იწერება, 29 წლის კოსოვოელის კლუბთან დადებულ ხელშეკრულებაში კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაცაა ჩადებული.

ამირ რაჰმანი პარტენოპეიმ ვერონადან 3 წლის წინ, 2020 წელს 14 მილიონ ევროდ შეიძინა, მისი ნეაპოლური დებიუტი კი 2021 წლის 3 იანვარს კალიარისთან შედგა.

ცნობისთვის, ამავე ფეხბურთელმა წლევანდელ სეზონში ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 34 მატჩი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი