ბოლონია - ნაპოლი | ვარაუდობენ თუ არა კვარაცხელიას სასტარტოში ყოფნას გამოცემები? » სპორტის ხაზი

ბოლონია - ნაპოლი | ვარაუდობენ თუ არა კვარაცხელიას სასტარტოში ყოფნას გამოცემები?

ბოლონია - ნაპოლი | ვარაუდობენ თუ არა კვარაცხელიას სასტარტოში ყოფნას გამოცემები?
28-05-2023, 12:13
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა შეხვედრას დღეს გამართავს, მეტოქე ბოლონია იქნება და ეს შეხვედრა ჩვენი დროით 17:00 საათზე აიღებს სტარტს.

როგორც იცით, პარტენოპეის უკვე ყველაფერი განაღდებული აქვს, თუმცა არის ერთი ფაქტორი, რის გამოც ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას მომაკვდინებელ დუეტს კვლავ სასტარტო XI-ში უნდა ველოდოთ.

საქმე ისაა, რომ გუშინ ლაუტარო მარტინესმა ატალანტას კარი აიღო და ბომბარდირთა დავაში ვიქტორთან ჩამორჩენა კიდევ 1 ბურთით შეამცირა. ამ ეტაპზე არგენტინელ ფეხბურთელს სერია A-ში 21 გოლი აქვს, ოსიმენს კი 23. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი 10 საგოლე გადაცემითაა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს 2 პასით უსწრებს.

სწორედ ამიტომ, იტალიური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ნიგერიელი და ქართველი შემტევები ბოლონიასთან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ:

ნაპოლი - მერეტი | დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა | ლობოტკა, ანგისა, ჟიელინსკი | რასპადორი, ოსიმენი, კვარაცხელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი