იტალიური ნაპოლის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი გულშემატკივარი გაახარა და ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.
კერძოდ, ხვიჩამ ვიდეო ერთ-ერთი ქომაგს, სახელად ჯეკიტოს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
"დილა ოჯახში ბურთით და კვარას ფორმით იწყება , ღამით კიდევ სიზმარში კვარაზე ბოდვით სრულდება. დღეს პირველად ვნახე ჯეკიტო სიხარულიდან ატირებული.
რაც ვიდეოს უყურა , ბევრი იტირა გაჩუმდა და მას მერე ხმას აღარ გვცემს - მადლობა ამ ემოციისთვის კვარას", - წერს ანი მახარაძე.