"რეალი ბელინგემის შეძენას მომავალ კვირას გააოფიციალურებს" - MARCA » სპორტის ხაზი

"რეალი ბელინგემის შეძენას მომავალ კვირას გააოფიციალურებს" - MARCA

"რეალი ბელინგემის შეძენას მომავალ კვირას გააოფიციალურებს" - MARCA
27-05-2023, 13:12
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალი ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის შეძენასთან ძალიან ახლოსაა, რის შესახებაც ესპანური Marca წერს.

მათი ინფორმაციის მიხედვით, რეალის პრეზიდენტ პერესსა და დორტმუნდის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება უკვე შემდგარია, თუმცა გულშემატკივრებისთვის სატრანსფერო სიახლე ცნობილი ერთ კვირაში იქნება.

სავარაუდოდ, ეს იმის გამო ხდება, რათა დორტმუნდს საჩემპიონო სეზონში ზედმეტმა აურზაურმა ხელი არ შეუშალოს. როგორც იცით, თუ დღეს ბორუსიელები ბუნდესლიგის ბოლო თამაშს მოიგებენ, მაშინ ისინი ბაიერნის ჰეგემონიას დაამხობენ და დიდი ხნის შემდეგ ჩემპიონები თავად გახდებიან.

ცნობისთვის, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მადრიდის რეალს ჯუდ ბელინგემის შეძენა 100 მილიონ ევრომდე დაუჯდება. დორტმუნდის ნახევარმცველმა ამ სეზონში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი