"დე ლაურენტისსა და ლუის ენრიკეს შორის სატელეფონი ზარი შედგა" - Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"დე ლაურენტისსა და ლუის ენრიკეს შორის სატელეფონი ზარი შედგა" - Corriere dello Sport

"დე ლაურენტისსა და ლუის ენრიკეს შორის სატელეფონი ზარი შედგა" - Corriere dello Sport
27-05-2023, 12:57
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლუჩანო სპალეტიმ ნაპოლი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა დატოვოს და მცირე ხნით შვებულებაში გავიდეს.

სწორედ ამიტომ, აურელიო დე ლაურენტისი ტოსკანელის ჩამნაცვლებელს აქტიურად ეძებს და მის სიაში რამდენიმე ცნობილი მწვრთნელის გვარიცაა მოხვედრილი, ასეთი ერთ-ერთი კი ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლუის ენრიკეა.

Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ ნაპოლის პრეზიდენტსა და ასტურიელ მწვრთნელს შორის უკვე სატელეფონო საუბარიც შედგა, სასაუბრო თემა კი ნაპოლიში სამომავლო პერსპექტივები, სახელფასო გადასახადი, ჩემპიონთა ლიგა და მსგავსი საკითხები იყო.

შეგახსენებთ, რომ 53 წლის ლუის ენრიკე ბოლოს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, საიდანაც ის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ წამოვიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი