"ქართველ მკვლელს პრემიერ ლიგაში კვლავ ელიან" - Football FanCast მიქაუტაძეზე » სპორტის ხაზი

"ქართველ მკვლელს პრემიერ ლიგაში კვლავ ელიან" - Football FanCast მიქაუტაძეზე

"ქართველ მკვლელს პრემიერ ლიგაში კვლავ ელიან" - Football FanCast მიქაუტაძეზე
27-05-2023, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

ინგლუსურმა Football Fan Cast-მა გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "ქართველ მკვლელს" პრემიერ ლიგაში კვლავ ელიან მიუხედავად იმისა, რომ მეცის 22 წლის თავდამსხმელი მილანთან უკვე დააკავშირეს.

ამავე წყაროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ბელგიელი სპეციალისტის, ვენსან კომპანის ბარნლი 2023/2024 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატში ადგილის დამკვიდრებასა და შენარჩუნებას შეეცდება, რისთვისაც მათ რამდენიმე კარგი მოთამაშის დამატება და სიღრმეების გაზრდა მოუწევთ. სწორედ ამისთვის სჭირდება ბარნლის გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ლიგა 2-ში თამაშში საშუალოდ 1 გოლი გააქვს, რაც მისი ასაკისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.

სხვათაშორის, სტატიაში ყურადღება იმაზეცაა გამახვილებული, რომ ორნიშნა რაოდენობის გოლები ქართველ თავდამსხმელს აქამდეც გაუტანია, კერძოდ ბელგიის ქვედა დივიზიონში, სადაც მან თავი 19-ჯერ გამოიჩინა, რის გამოც გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძის უხვგოლიანობა სტაბილური პროცესის ნაწილია.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძეს ამ სეზონში მეცის მაისურით ყველა ტურნირზე 24 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი