რა შემთხვევაში გადავლენ ლიგა 1-ში ბორდო და მეცი ერთდროულად? » სპორტის ხაზი

რა შემთხვევაში გადავლენ ლიგა 1-ში ბორდო და მეცი ერთდროულად?

რა შემთხვევაში გადავლენ ლიგა 1-ში ბორდო და მეცი ერთდროულად?
27-05-2023, 11:49
Aa Aa
გაზიარება:

26 მაისს საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტური გაიმართა, სადაც გიორგი მიქაუტაძის მეცმა და ზურიკო დავითაშვილის ბორდომ თავიანთი შეხვედრები ჩაატარეს.

აღსანიშნავია, რომ ბორდო ანესის სტუმრობდა და შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 1:0 დათმო. რაც შეეხება მეცს, მან სოშოსთან გასვლაზე ამავე ანგარიშით იმარჯვა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

ამ ეტაპისთვის საფრანგეთის ლიგა 2-ის ცხრილს ლე ავრი 72 ქულით ლიდერობს (+26 ბურთების სხვაობა), რასაც მეცი და ბორდო 69-69 ქულით მოსდევენ (+27 მეცს, +24 ბორდოს). საგულისხმოა, რომ სეზონის ბოლოს თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში წყალგამყოფის მნიშვნელობა ბურთების სხვაობას მიენიჭება.

შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ ბოლო თამაშების შემდეგ სამივე ზემოაღნიშნულ გუნდს 72-72-72 ქულა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, მეცმაც და ბორდომაც მაქსიმალურად უნდა მოინდომონ, რათა უკანასკნელი შეხვედრები რაც შეიძლება დიდი სხვაობით მოიგონ, პარალელურად კი კონკურენტებმა ლე ავრმა თავისი თამაში წააგოს, რომელსაც ის დარჩენისთვის მერბძოლ დიჟონთან გამართავს.

ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილის ბორდო ბოლო თამაშს როდეზის წინააღმდეგ სახლში გამართავს, მეცი კი ბასტიას უმასპინძლებს. მატჩები უკვე ზაფხულში, 2 ივნისს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი