მოგეხსენებათ, 17 ივნისს, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გასვლაზე კვიპროსს დაუპირისპირდება.
კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან და ნორვეგიასთან სათამაშოდ გუნდში 25 ფეხბურთელს უხმო, რომელთა უმრავლესობაც შიდა ჩემპიონატში თამაშობს და თან რეგულარული სათამაშო პრაქტიკაც არ აქვთ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქეცბაიას გუნდში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი მოთამაშეა გამოძახებული - გრიგორის კასტანოსი (სალერნიტანა).