"ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ შესანიშნავი მოთამაშეა" | RMC Sport-ის ჟურნალისტი ზურიკო დავითაშვილზე » სპორტის ხაზი

"ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ შესანიშნავი მოთამაშეა" | RMC Sport-ის ჟურნალისტი ზურიკო დავითაშვილზე

"ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ შესანიშნავი მოთამაშეა" | RMC Sport-ის ჟურნალისტი ზურიკო დავითაშვილზე
27-05-2023, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Girondis4ever-ზე სტატია გამოქვეყნდა ბორდოს სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ, რომელშიც RMC Sport-ის ჟურნალისტმა, კერძოდ ნიკოლას პაოლორსიმ ზურიკო დავითაშვილზე მცირედი კომენტარი გააკეთა:

"ეს არის კარგი კოლექტივი, რომელიც მშვენიერმა მენეჯმენტმა შექმნა. ღმერთმა იცის, რომ მე ჟერარ და ადმარ ლოპესების მიმართ, რომლებიც კლუბში სეზონის დასაწყისში მივიდნენ, ძალიან კრიტიკულად და პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა რაც მათ ტომას ჟაკემიერთან, ფინანსური საკითხების მომგვარებელთან ერთად გააკეთეს სრული საოცრებაა."

"პირველ რიგში, ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ ბორდომ ვალი 13 მილიონ ევრომდე შეამცირა. გარდა ამისა, განსაკუთრებით მინდა ადმარ ლოპესის დამსახურება გამოვყო, რომელმაც ყველასთვის უცნობი ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი აღმოაჩინა, რომელიც მართლაც ბრწყინვალე მოთამაშეა."
- თქვა ფრანგმა ჟურნალისტმა

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში ბორდოს მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 30 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.