რა შემთხვევაში შეიძენს ასტონ ვილა მამარდაშვილს? | Birmingham Live-ის მოსაზრება » სპორტის ხაზი

რა შემთხვევაში შეიძენს ასტონ ვილა მამარდაშვილს? | Birmingham Live-ის მოსაზრება

რა შემთხვევაში შეიძენს ასტონ ვილა მამარდაშვილს? | Birmingham Live-ის მოსაზრება
26-05-2023, 16:13
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ არაერთ ცნობილ კლუბს დაუკავშირეს, ერთ-ერთი მათგანი კი უნაი ემერის ასტონ ვილაა, რომელიც პრემიერ ლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს.

აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილისა და ვილას შესახებ სტატია Birmingham Live-მა გამოაქვეყნა და ის კონკრეტული ფაქტორი დაასახელა, რომლის ახდენის შემთხვევაშიც ინგლისური კლუბი ქართველი მეკარის შეძენას შეეცდება:

"ასტონ ვილა დაინტერესებულია ვალენსიას ქართველი მაღალრეიტინგული მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენით, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელი სპეციალისტი ემილიანო მარტინესის საიმედო შემცვლელს სარეზერვოდ ეძებს."

"მიუხედავად იმისა, რომ რობინ ოლსენი თავისი სათამაშო პრაქტიკით კმაყოფილია და არაფერს უჩივის, ასტონ ვილას დამატებით ძლიერი მეკარის შეძენა მაინც სურს, თუმცა ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს თუ გუნდს მომდევნო სეზონში 4 ფრონტზე მოუწევს ბრძოლა."
- წერს გამოცემა

ცნობისთვის, ასტონ ვილა პრემიერ ლიგის მე-7 ადგილს 58 ქულით იკავებს და მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა შეუძლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი