"კვარაცხელიამ ნაპოლის უდიდესი მუხტი მისცა" - Sportskeeda ქართველზე წერს » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიამ ნაპოლის უდიდესი მუხტი მისცა" - Sportskeeda ქართველზე წერს

"კვარაცხელიამ ნაპოლის უდიდესი მუხტი მისცა" - Sportskeeda ქართველზე წერს
27-05-2023, 13:21
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, კერძოდ Sportskeeda-მ თავის ვებგვერდზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ის 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც 2022/2023 წლების სეზონზე უდიდესი გავლენა ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ ამავე გამოცემის მიერ შედგენილ ხუთეულში მეორე ადგილზე ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია გავიდა. აი, რას წერს უცხოური გამოცემა კვარას შესახებ:

"ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი სიკაშკაშე ნაპოლიში პირველივე სეზონში გამოავლინა. ქართველი მოთამაშე კლუბის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გამორჩეული წევრი იყო. მან ყველა ტურნირზე 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა."

"კვარაცხელია ნაპოლის შეტევის ერთ-ერთი მთავარი კაცი იყო და მისი დრიბლინგის, ტექნიკისა და კრეატიულობის უნარი მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს დიდ პრობლემებს უქმნიდა. გარდა ამისა, ის ამ სეზონში ნაპოლის არაერთხელ მოევლინა საიმედო ფინიშერად და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გოლიც გაიტანა."

"ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის უდიდესი მუხტი და სტიმული მისცა, რამაც კლუბის ჩემპიონობაში ძალიან დიდი როლი ითამაშა."
- დაწერა გამოცემამ

ცნობისთვის, Sportskeeda-მ ამავე სიის პირველ ადგილზე ერლინგ ჰოლანდი გაიყვანა, რომელმაც პრემიერ ლიგაში გასაოცარი სეზონი ჩაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი